პოლიტიკური შეთანხმება ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს - ჯეიმს აპატურაი
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიშელის დოკუმენტზე პარტიების შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხსმაურა და დადებითად შეაფასა. როგორც მან განმარტა, პოლიტიკური შეთანხმება ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს:
"პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში - ეს ნამდვილად კარგი სიახლეა ქართველებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელსაც სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ვაფასებთ ევროკავშირისა და ამერიკის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. შეთანხმება ხელს შეუწყობს პოლიტიკის პოლარიზაციის გადალახვას საქართველოში" - დაწერა აპატურაიმ.