ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, სადაც მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდნენ.
შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.