თეგებით ძიება

ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული - სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში მელიასთან შესახვედრად მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიასთან სესახვედრად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენმ-ს ლიდერთან საუბარს აპირებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და სურს, მოისმინოს მისი აზრი გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით:

"უბრალოდ მინდა საუბარი მასთან, მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ზოგადად. მინდა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მისი აზრი გავიგო.

ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების და საჭიროებების გამო, ბევრი ვარიანტი არსებობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა