თეგებით ძიება

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თქვენ აღმოაჩენთ მიზეზს, რის გამოც უფრო შეგიყვარდებათ საკუთარი თავი. თქვენ შეძლებთ მკვეთრად გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიურობა, რადგან გაგიჩნდებათ ბევრი პოზიტიური იდეა. შესაძლოა თქვენი ხედვები ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ამან არ გაგაბრაზოთ. კარგი იქნება თუკი გამოხვალთ თქვენი კომფორტის ზონიდან და გაიცნობთ ახალ ადამიანებს.

კურო
ამ პერიოდში მეგობრობა ძალიან დაგეხმარებათ. კარგი არჩევანია მოგზაურობა, ან თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გაისეირნეთ ბუნებაში მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად. თქვენ შორსმჭვრეტელი აზროვნება გაქვთ, მაგრამ შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ თქვენი გეგმები და ბოლომდე მიიყვანოთ დასახული მიზანი.

ტყუპები
საქმიანობა, რომელსაც დღეს მეუღლესთან ან ახლობელთან ერთად აკეთებთ არის დაკავშირებული თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებებთან.თქვენ ამ ეტაპზე თავს უფრო კონსტრუქციულად გრძნობდით, მაგრამ ამავე დროს გაქვთ სურვილი, რომ გაუზიაროთ თქვენი გრძნობები სხვებს.თქვენ შესაძლოა გაიცნოთ თქვენი მომავალი მეუღლე რომელიმე საერთო ნაცნობის დახმარებით.

კირჩხიბი
შეგიძლიათ დაარწმუნოთ ვინმე, რომ გააკეთოს რაღაც ბინძური სამუშაო თქვენთვის. თქვენი სამეგობრო წრე უცვლელი დარჩება. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ თქვენს არსებობას და მრავალი სხვა რამის მნიშვნელობასაც. თქვენ არ გსურთ ჩარჩეთ წარსულში და მაქსიმალურად მიესწრაფვით განვითარებას და წინსვლას. ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები კარგად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

ლომი
ეს საუკეთესო დროა თქვენი ურთიერთობების შესაფასებლად. შეეცადეთ გულთან ახლოს მიიტანოთ სხვა ადამიანების პრობლემები, გამოხატეთ თანაგრძნობა. თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი იდეალები და რწმენა იცვლება და აღმოაჩენთ, რომ თქვენი ხედვები საკმაოდ განსხვავდება თქვენი პარტნიორის ხედვებისგან. თქვენი სულიერი მდგომარეობაც იცვლება უკეთესობისკენ.

ქალწული
ეგოიზმი, ეჭვიანობა და ემოციური არასტაბილურობა ამ დროს ურთიერთობებს არღვევს. შესაძლოა გქონდეთ სურვილი წამოიწყოთ რაიმე ახალი და შემოქმედებითი. თქვენ უნდა დააბალანსოთ თქვენი კრეატიულობა. თქვენ უნდა გაასუფთავოთ თქვენი აზროვნება და უგულებელყოთ სხვისი მოსაზრებები. ამჟამად თქვენი სახლის ცხოვრებამ შეიძლება იმედები გაგიცრუოთ.

სასწორი
თქვენ იდეალისტი ხართ ფინანსებთან მიმართებაში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ თქვენს დანაზოგებს და კარგად დაფიქრდით თუ რაში ხარჯავთ ფულს ამ პერიოდის განმავლობაში. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს ფინანსურ სტრატეგიას. თუ ხედავთ, რომ მეგობრობაში ბზარები ჩნდება კარგად გადახედეთ თქვენს სამეგობრო წრეს.

მორიელი
კარგი განწყობა არის ის, რაც ეხლა დაგეხმარებათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. შეეცადეთ იფიქროთ პოზიტიურად, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ყველა იმედი გადაწურულია. თქვენ უნდა დაეყრდნოთ თქვენს ინტუიციას, რადგან ხშირად ასე ბევრად უფრო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებთ.

მშვილდოსანი
თქვენ ეძებთ გზებს რომ გახდეთ იმაზე ბევრად ბედნიერი ვიდრე დღეს ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეტი ფულის შოვნა არ არის გამოსავალი და ეს ვერ მოგანიჭებთ იმ ბედნიერებას რაც თქვენ გინდათ. თქვენ კონცენტრირებული ხართ შემოსავლის გაზრდაზე. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. საკმაოდ საინტერსო დღე გელოდებათ.

თხის რქა
შეიძლება შეგეშინდეთ, რომ ადამიანები არ მიგიღებენ თქვენი იდეების გამო. ეს უბრალოდ დაბალი თვითშეფასების საკითხია. სიმამაცე ამჟამად თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ სწორად გამოიყენოთ თქვენი ფინანსები დრო და ენერგია. თქვენი სამომავლო გეგმების ჩამოწერა დღევანდელ დღეს ძალიან კარგი იქნება.

მერწყული
თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ ბრძლოა ანდერძისთვის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არსებობს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის უამრავი გზა. ნუ ეწინააღმდეგებით ადამიანებს, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული ხედვა აქვთ. გააკეთეთ ისეთი რამ, რითიც კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით და ნუ ელოდებით სხვებისგან მუდმივ მოწონებას და მხარდაჭერას.

თევზები
მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ღრმა და სასიამოვნო. თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი დრო თქვენს განკარგულებაში, რათა მეტი დრო დაუთმოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობას. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მოითხოვთ იმას, რაც კანონიერად გეკუთვნით. საინტერესო დღეა რაიმე ახალის წამოსაწყებად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა