თეგებით ძიება

ნათელია, ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად - არჩილ თალაკვაძე

ნათელია, ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა, რეალურად, მის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

"რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ამ შეთანხმებას ხელს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ნათელია, ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ფაქტია, რომ რაც გაფორმდა გუშინ, რაც იქნება მომავალი კვირიდან,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - "საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა 19 აპრილს მოაწერა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა