თეგებით ძიება
21. 04. 2021 მსოფლიო

ბალის ჩრდილოეთით ინდონეზიური წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა

ინდონეზიაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნავი KRI Nanggala-402 ბალის ჩრდილოეთით სწავლებაში მონაწილეობდა, მაგრამ დათქმულ დროს სარდლობასთან კავშირზე აღარ გასულა. სამძებრო სამუშაოებში სამხედრო ხომალდებია ჩართული. ინდონეზიის ხელისუფლებამ ოპერაციაში დახმარების თხოვნით ავსტრალიასა და სინგაპურს მიმართა.

ინდონეზიის ფლოტში 5 წყალქვეშა ნავია. KRI Nanggala-402 გერმანიაშია აწყობილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა