თეგებით ძიება

ავარია მცხეთაში - დაღუპულია ერთი ადამიანი

მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ავტოავარია მოხდა. ადგილიდან tia.ge-ს კორესპონდენტი როგორც იუწყება, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია უამინდობამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი "გოლფის" მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც ტრაილერს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

tia.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, ცხედარი უკვე ამოიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა