თეგებით ძიება

აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი

აკაკი წერეთელი მოთხრობაში «ჩემი თავგადასავალი», საკუთარ სახლზე წერს - “ჩიხურის პირას დავბადებულვარ მე 9 ივნისს განთიადისას 1840 წელში.”

[center]აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი

[/center]
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ნამდვილად გამორჩეულია, აკაკი წერეთლის მემორიალური სახლ-მუზეუმი საჩხერის რაიონ სოფელ სხვიტორში.

წერეთლების საგვარეულო სასახლეში, მუზეუმის დაარსების თარიღად 1940 წელი ითვლება, 1943 წელს კი სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთდა. იგი 1834 წელს აკაკი წერეთლის მამამ როსტომ წერეთელმა ააშენა.


ეს არის სახლი სადაც აკაკი წერეთელი დაიბადა და გარდაიცვალა, აქ დღემდე შემონახული და დაცულია აკაკისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები, მათ შორისაა სხვადასხვა პერიოდში გამოცემული ქართული, რუსული და ფრანგული წიგნები, წარმოდგენილია საჩხერის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული დოკუმენტები და მასალები და ასევე საათი რომელიც აკაკი წერეთლის გარდაცვალების დროს გვამცნობს.

მას შემდეგ რაც აკაკი წერეთელი გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და მუზეუმი კოტე აბდულიშვილს ჩააბარეს, ამასთან ერთად მუზეუმს ადგილობრივი მოსახლეობაც უვლიდა.

სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.




სტატიის ავტორი - მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა