თეგებით ძიება

სალხინოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 126-ე, ცემის მუხლით აღიძრა.

ამ დროისთვის მარტვილის, სოფელ სალხინოში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს. ადგილზე რჩება დაპირისპირებული ორივე მხარე. მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ მღვდელმსახურების დაწყებამდე ადგილზე მძიმე ვითარება იყო. ხელჩართული ჩხუბი და უკმაყოფილება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა