თეგებით ძიება

ქალი კირჩხიბი & მამაკაცი ქალწული

ემო­ცი­უ­რი და ღრმა. თუმ­ცა, ნუ გე­გო­ნე­ბათ, რომ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ეს იქ­ნე­ბა უპ­რობ­ლე­მო და ად­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ, ქალ­წუ­ლიც და კი­ჩხი­ბიც, ორი­ვე საკ­მა­ოდ რთუ­ლი ნიშ­ნე­ბია.

მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი თა­ვი­სი არ­სით, თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე რე­ა­ლის­ტი ადა­მი­ა­ნია. ის საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს ხე­დავს ისე, რო­გორც არის - შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და ვერ იტანს ვე­რა­ნირ ირა­ცი­ო­ნა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის მი­მართ. მა­შინ როცა კირჩხი­ბი ქალი, ჭეშ­მა­რი­ტი მთვა­რე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის პე­რი­ო­დუ­ლად თავს ემო­ცი­უ­რო­ბის უფ­ლე­ბაც მის­ცეს და წა­ი­ოც­ნე­ბოს ხოლ­მე. ამას­თან ერ­თად, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, კირჩხი­ბის ბუ­ტია ხა­სი­ა­თის ამ­ბა­ვი. ქალ­წუ­ლის თვა­ლი კი ყვე­ლა წვრილ­მანს ამ­ჩნევს და ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის აღ­ნიშნ­ვი­სას ერ­თობ ხის­ტიც კია. მაჩ­ვე­ნეთ კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კას ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე იტანს და მო­მი­ძებ­ნეთ ქალ­წუ­ლი, რო­მე­ლიც თავს შე­ი­კა­ვებს კრი­ტი­კის­გან, როცა სი­ტუ­ა­ცია მარ­თლაც რომ "თვალს ჭრის".

მიხ­ვდით ალ­ბათ, ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ემო­ცი­უ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ქალ­წუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ადა­მი­ა­ნია. კირჩხი­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბის გა­ჩე­ნა მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის მეშ­ვე­ო­ბით. არა­და, ამ დროს ქალ­წუ­ლის კრი­ტი­კა შე­უ­სა­ბა­მო და წრე­გა­და­სუ­ლი არა­სო­დეს არის, უბ­რა­ლოდ კირჩხიბს ახა­სი­ა­თებს ყვე­ლაფ­რის მი­ტა­ნა გულ­თან. თა­ნაც ხომ არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბა რო­გო­რი ტო­ნით გა­გაკ­რი­ტი­კებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი? ქალ­წუ­ლი კი მუდ­მი­ვად დაბ­ნე­უ­ლი მხრე­ბის აჩეჩ­ვით შეხ­ვდე­ბა მის სუ­პე­რე­მო­ცი­უ­რო­ბას. მით უმე­ტეს, თუ ამ დროს მთვა­რის სავ­სე ან კლე­ბა­დი და­ემ­თხვა მუ­ხა­ნა­თუ­რად მათ კონ­ფლიქტს. მთვა­რის ფა­ზე­ბი პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად მოქ­მე­დებს კირჩხი­ბი ქა­ლის გან­წყო­ბა­ზე. მოკ­ლედ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გულ­სა და გო­ნე­ბას შო­რის ჰარ­მო­ნია დამ­ყარ­დეს? დიახ, დიახ, ქალ­წუ­ლი ხომ ყვე­ლა­ზე ანა­ლი­ტი­კუ­რი და გო­ნი­ე­რი ნი­შა­ნია, კირჩხი­ბი კი ცა­რი­ე­ლი გული და ემო­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, ხომ არ­სე­ბობს ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კომ­პრო­მი­სის ვა­რი­ან­ტი.

ამ შემ­თხვე­ვა­ში კი კირჩხიბ­სა და ქალ­წულს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას­თან ერ­თად ბევ­რი სა­ერ­თოც მო­ი­ძებ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი და უმ­თვა­რე­სი ეს არის ფული - დიახ, ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­ყა­რე და, რო­გორც წესი, არც ერთი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფლან­გვე­ლო­ბით. ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცის­თვის კი დი­ა­ხაც, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის სა­გა­ნია ყა­ი­რა­თი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­უ­რი ქალი, რო­მე­ლიც მის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ფულს შო­ფინგსა და უსარ­გებ­ლო ხა­რა­ხუ­რა­ში არ გაფ­ლან­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წყვილს რე­ა­ლუ­რად აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვი, ფი­ნან­სუ­რად სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. კი­დევ ერთი მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლი მათ შო­რის არის ის, რომ კირჩხი­ბიც და ქალ­წუ­ლიც ორი­ვე "ში­ნა­ყუ­დაა", არც ერთი მათ­გა­ნი არ იწ­ვის სურ­ვი­ლით დიდი ხნით და­ტო­ვოს სახ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მყუდ­რო­ე­ბი­სა და პრი­ვა­ტუ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ ერთი მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ზრუნ­ვას­თან, ქმე­დით დახ­მა­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

ქალ­წულ­ზე უკეთ არა­ვინ აფა­სებს ზო­გა­დად სხვა­ზე ზრუნ­ვის მო­მენტს. კირჩხი­ბი კი ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი ნი­შა­ნია. თა­ნაც მას აქვს ის, რაც ასე აკ­ლია ქალ­წულს - ემო­ცი­უ­რი ზრუნ­ვის მო­მენ­ტი. ქალ­წუ­ლის ზრუნ­ვა ხომ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან საქ­მი­ა­ნი კუ­თხით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. დიახ, ერთი შე­ხედ­ვით კირჩხი­ბი­სა და ქალ­წუ­ლის წყვილს არ ჰქვია იდე­ა­ლუ­რი. იმი­ტომ რომ, მათ შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი კუ­თხით, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სის ხარ­ჯზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კირჩხი­ბი ის­წავ­ლის მშვი­დად მო­უს­მი­ნოს პარტნი­ო­რის ობი­ექ­ტურ კრი­ტი­კას და ქალ­წუ­ლი მო­ინ­დო­მებს ხან­და­ხან მა­ინც მის­ცეს კირჩხიბს სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ვი­თი­ნოს მის მხარ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მათ შო­რის ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბაც კი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა