თეგებით ძიება

ორ დღეში, თბილისსა და მის შემოგარენში, ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 6 პირი დაჯარიმდა

შრომის ინსპექცია დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე მონიტორინგს აგრძელებს. გასულ 48 საათში, უწყებამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.

ინსპექციის ინფორმაციით, დაჯარიმებულთაგან სამ ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.

ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარს ითვალისწინებს.

23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა