თეგებით ძიება

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „ სარფი“ და „ნინოწმინდა“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თ.კ.-სა და საქართველოს მოქალაქის გ.ჯ.-ს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, აქციზური მარკების გარეშე 3360 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა