მხარს ვუჭერ მელიას გადაწყვეტილებას და თანახმა ვარ, არ მოხდეს ამნისტიის კანონის განხილვა - ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მხარს უჭერს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნას გირაოს თანხა. ჯაფარიძის თქმით, ის თანახმაა, საერთოდ არ მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა:
"მე მხარს ვუჭერ იმას, რაც ნიკამ განაცხადა, თუ ნიკა თანახმაა, მაგაზე ორივე ხელით მაგას მხარს ვუჭერ, ოღონდ ეგ არაა ჩემზე დამოკიდებული. მე თანახმა ვარ, რომ საერთოდ არ მოხდეს ამნისტიის განხილვა და მელია გამოვიდეს ციხიდან გირაოთი, როგორც თვითონ განაცხადა. ეს საკითხი კონკრეტულად ნიკა მელიასთვის ჩაიწერა და ნიკა თუ სხვა გზას ირჩევს ეს არის მისი ნება. ჩემზე არაა ეს დამოკიდებული, ეს პირველ რიგში მედიატორის გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯაფარიძემ.