თეგებით ძიება

„ჩვენ გვაქვს იდეა, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ამისთვის საჭიროა გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია“ - ფრიდონ ინჯია

„ჩვენ გვაქვს იდეა, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ამისთვის საჭიროა გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია“, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა მართლაც აღმშენებლობა.

მართლაც, რომ დღევანდელ პარლამენტს აკლდა ხმა არმაზ ახვლედიანის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილის.

საქართველოში კანონი და სამართალი, რომ სათანადო დონეზე ყოფილიყო, დღეს ეს მდგომარეობა ჩვენ არ გვექნებოდა. დარჩა კიდევ გარკვეული ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც უნდა ქვეყნის დანგრევა, სხვანაირად მე არ წარმომიდგენია, იყო გარეთ და სრულიად გაუგებარი მოთხოვნები გქონდეს“, - აღნიშნა ინჯიამ.

ინჯიას თქმით, შეთანხმება ამ პატარა ქვეყანას ძალიან სჭირდება. ახლა მთავარია სრულფასოვნად შევასრულოთ ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ.

„რაც შეეხება ამნისტიის კანონს, რაღაც ტრადიცია გახდა საქართველოში, რომ ვიღაც გასათავისუფლებელია.

ახლა როგორ გავარკვიოთ ის სამართალდამცველები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც, რომ უკანონო ქმედებას სჩადიოდა.

ახლა ერთს მივუდგეთ, როგორც გასათავისუფლებელი და მეორე იმას რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, იმასაც შეეხოს?

ჩვენ გვაქვს იდეა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ამისთვის საჭიროა გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა