პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს
პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.