ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ბატონი რურუაც კი მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი რურუაც კი მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და იქ საქმიანობის გაგრძელებისკენ. ეს არის მოცემულობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ დამნაშავე, უკვე შეწყალებული ბატონი რურუა უფრო „სახელმწიფოებრივ“ ნაბიჯს დგამს და მოუწოდებს მათ რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა პარლამენტში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, გათავისუფლდა.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.