რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური - შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას პოლიციელთან დაპირისპირებაზე
ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცველს შორის გამართულ დიალოგს, სადაც ხოშტარია პოლიციელს ევროპის მსახურებისკენ მოუწოდებს, პოლიციელი კი აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ საქართველოს ემსახურება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ეს არის სწორედ ის საკითხი, რაზეც მარგინალებთან შეთანხმება ვერ ხდება.
„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური.
სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით“, - წერს პაპუაშვილი.