გურამ მაჭარაშვილი: გიორგი რურუას მოწოდება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რამდენად მოახდენს გავლენას, დავინახავთ
"გიორგი რურუას მოწოდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს, ეს რამდენად მოახდენს გავლენას „ნაცმოძრაობაზე“, ამას ჩვენ დავინახავთ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს საუბრისას განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კომენტარი გიორგი რურუასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა, რომელიც ამ პარტიის პარლამენტში შესვლის საკითხს უკავშირდება.
გიორგი რურუას მოწოდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს, ეს რამდენად მოახდენს გავლენას „ნაცმოძრაობაზე“, ამას ჩვენ დავინახავთ. რა თქმა უნდა, ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაა, ყველა იმ პარლამენტარის მიმართ, რომლებიც ხალხის მიერაა არჩეული, იყოს და მუშაობდეს პარლამენტში, ეს ბუნებრივია, თუმცა ამ ეტაპზე მათი პოზიციაა, საქართველოს პარლამენტში ყოფნა არ უნდათ და მათ დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, გათავისუფლდა.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ