მიხეილ სარჯველაძე: იქნებიან ადამიანები რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმება არ შესრულდეს
"სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმება არ შესრულდეს", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როგორც არის შეთანხმებით განსაზღვრული, ყველამ (ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნიკა მელია მოიაზრება) სჯობს, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით. ეს არის სწორი გზა. სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციის მხარეს იქნებიან ადამიანები, რომელსაც ამის სურვილი არ ექნებათ და ყველა ღონეს იხმარებ, რომ როგორმე ეს შეთანხმება არ შესრულდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.