თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი: პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლეო

"ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა