თეგებით ძიება

სპიკერობის კანდიდატს მძიმე დანაშაული თუ არ აქვს ჩადენილი, ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ

"სპიკერობის კანდიდატს თუ კაცი არ ჰყავს მოკლული და რაიმე მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში საერთო წესი არსებობს, რომ ასეთ კანდიდატს ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას ოპოზიცია ან მხარს უჭერს, ან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ეს მარტივი წესი დაირღვა, რაც შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ შეიძლება პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ, ახალი პოლიტიკოსები და დეპუტატები არიან. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მარტივი პოლიტიკური თამაშები, რომლის განხილვაშიც არ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

27 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს ყოფილმა თანაგუნდელებმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა