ვიოლა ფონ კრამონი: ტაშს ვუკრავ ზურაბიშვილის სიმამაცესა და ლიდერობას
ვიოლა ფონ კრამონი გიორგი რურუას შეწყალებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა. ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, - წერს ფონ კრამონი.
27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის სხდომას დაესწრო, პრეზიდენტმა კი გიორგი რურუა შეიწყალა.