კახაძე: ეთერიდან რომ იგინება ადამიანი, აქ როგორ მოქმედებს კანონი?
ეთერიდან რომ იგინება ადამიანი, აქ როგორ მოქმედებს კანონი? – აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
“ერთი შეკითხვა მაქვს, რასაკვირველია, შეიძლება, ხუმრობით ვთქვა და ცოტა გავანეიტრალო ეს მდგომარეობა.
წვრილმანი ხულიგნობის მუხლში იქნება გინება, ხო? და ამისთვის კაცი დაისჯება და ეთერიდან რომ იგინება ადამიანი და მთელ საზოგადოებას აგინებს და შეურაცხყოფს, აქ როგორ მოქმედებს კანონი, მინტერესებს” – ამბობს იგი.