თეგებით ძიება

"ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს...გაგხდიან საზოგადოების "ნარჩენად"..." - თამარ ივერი

მომღერალი თამარ ივერი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ სიხლეებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"მოვისმინე გამყრელიძის ინიციატივა, ვინც 2ჯერ აიცრის, იმისთვის აღარ იარსებებს კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვებიო....ვთვლი, რომ ეს არის უპირველესად იმ დანარჩენი ადამიანების უფლებების შეურაცხყოფა; საზოგადოების გადახარისხების და გახლეჩვის მცდელობა!! ესე იგი, უკვე ძალდატანებას აქვს ადგილი რომ ვინც 2-ჯერ აცრილია მისთვის უკვე ყველგან მწვანე შუქია და გზა ხსნილი. ესე იგი, ისინი უკვე პრიორიტეტული და თავისუფალი მოქალაქეები ხდებიან. აღარც პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ და ა.შ

სწორედ ამ საშიშროებას ხედავს საზოგადოება პირველივე დღიდან და ამას გვაპარებენ ნელ-ნელა. ბოლოს უკვე მაგ საბუთის გარეშე, მარკეტში აღარ შეგიშვებენ პურის საყიდლად. არადა, ოფიციალურად....იფიცებიან...ნებაყოფლობითია ვაქცინირებაო. კი ბატონო, გაგხდიან საზოგადოების თრეშად და "ნარჩენად" და....მაშინ კი იციან რომ უკვე კედელთან მიყენებულ სიტუაციაში ხარ.

მოკლედ, არწივს რომ ფრთებს დააცლი და ფეხებთან მოგიცუცქდება უსუსურად, ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს!!", - წერს ივერი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა