თეგებით ძიება

"სამარაცხვინო დედაკაცები! აი, ვინ არის რეალური მოძალადე სქესი ფსიქიკურად! უბრალოდ ღმერთმა ქალებს არ მისცა ფიზიკური ძალა, თორემ ესენი მართლა ამოხოცავდნენ მამაკაცებს!" - ბაკურ სვანიძე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"წარმოგიდგენთ შ ე დ ე ვ რ ე ბ ს - ანუ ქ ა ლ ე ბ ი ს კომენტარებს იმ გვერდიდან, სადაც კასპში მომხდარ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ზ ე ა ინფორმაცია. საქმე ისაა, რომ
კასპში ც ო ლ მ ა მოკლა ქ მ ა რ ი... ამ ფაქტის დროს სახლში იმყოფებოდნენ ცოლის ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი, რომელიც, ამავე დროს არის მეზობელი და ქმრის
მეგობარიც... და რაც მთავარია, ორი მცირეწლოვანი შ ვ ი ლ ი! უშუალოდ მოკლა თუ არა ეს კაცი ცოლმა დადგენილი არ არის, მაგრამ მონაწილეობა და დანაშაულის შეუტყობინებლობა - სახეზეა... ახლა ამათი კომენტარები ნახე - "ეტყობა გაამწარა ქალი" "საწყალი ქალი რა დღეში აგდებდა ალბათ" "თუ ცუდად არ ექცეოდა რატომ მოკლავდა?" და ა.შ. სხვაც ბევრი "სიბრძნეებია" აქ და შეგიძლიათ გაეცნოთ! მთავარი სიბრძნე - "რამდენი ქმარია მოსაკლავი" - ყველაზე მეტად გავადიდე და თვალსაჩინო გავხადე! ახლა, წარმოიდგინეთ, გავრცელდა ცნობა რომ ქმარმა მოკლა ცოლი და იქ არის მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი ს ასეთი კომენტარები - "მოსაკლავი იყო ალბათ და მოკლა!" "ეტყობა გადაიყვანა კაცი ჭკუიდან" "ტყუილა არ მოკლავდა" "რამდენი ცოლია კიდევ მოსაკლავი" - ხომ ხვდებით რა ამბავი აიწეოდა? "ფეისბუქის" ყველა გვერდი, ექაუნთი, ტელევიზორი, რადიო, პატეფონი, უთო, ტაფა, გათბობის ქვაბი - ყველა და ყველაფერი ილაპარაკებდა, როგორი მოძალადე სქესია კ ა ც ე ბ ი! კი, მინახავს, კაცების მხრიდანაც ასეთი კომენტარები, ქმრისაგან ცოლის მოკვლის ფაქტზე, მაგრამ ამდენი არა! მაგალითად, ყოველი 100 დამკომენტარებელი კაციდან, 80 გმობს ცოლზე ძალადობას, მით უფრო მკვლელობას და მხოლოდ 20 პროცენტი მუტრუკი ამართლებს რაღაც
დებილური მიზეზებით! აქ კი 16 ქალის კომენტარია და ისიც სულ 30 კომენტარიდან შევარჩიე! უბრალოდ, მეტის წაკითხვა აღარ შემეძლო, გული მერეოდა! ანუ ქალების 50 პროცენტზე მეტი ასე აზროვნებს! აი, ვინ არის რეალური მოძალადე სქესი ფსიქიკურად! უბრალოდ ღ მ ე რ თ მ ა კარგად იცის თავისი საქმე
და ქალებს არ მისცა ფ ი ზ ი კ უ რ ი ძალა, თორემ ესენი მართლა ამოხოცავდნენ მამაკაცებს! ახლა მხოლოდ იმიტომ არ კლავენ, რომ ვერ ერევიან ფიზიკურად - თორემ ყველა აქ დამკომენტარებელი ქალი რეალურად მ კ ვ ლ ე ლ ი ა! იმიტომაც არ დავმალე მათი სახელები. თუ ისინი თქვენს ახლოს, თქვენს მეგობრებში არიან - ე რ ი დ ე თ! ამათი ოჯახის წევრი მამაკაცები ამას ნეტა თუ კითხულობენ, ამათთან როგორღა ცხოვრობენ? კატასტროფული სურათია - ამდენი მკვლელი ქალი! შედით კომენტარებში მოცემულ ლინკზე და უამრავი მკვლელი ქალის კომენტარს ნახავთ... ძალიან ბევრია. თან ისაა საოცრება - ზოგი ახურებს,
ნუ განვსჯით ამ ქალს, ხომ არ ვიცით რა მოხდაო და ამ დროს კაცი, ისიც გარდაცვლილი, მეორედ ჩადეს მიწაში - მოძალადეობა, სადისტობა, მჩაგვრელობა,
ყველაფერი დააბრალეს ხელაღებით... არ ვიცი... მართლა არ ვიცი რა ვთქვა... ეს არის გულისამრევი! და ამ ქალების უმეტესობა სწორედ ის ქალებია, ქმრისგან ცოლზე ძალადობის შესახებ სადმე რამე თუ დაიწერება და იქ ორიოდე მამაკაცის უხეშ კომენტარს ნახავენ - ამის გამო დედამიწაზე ყველა მამაკაცის შეჩვენებას და დახვრეტას ითხოვენ! "არაადამიანებს" და რას აღარ უწოდებენ ამ ორიოდე მუტრუკის გამო მთელ მამაკაცთა სქესს... ამ დროს კი, თურმე "ქალი თუ არ გაამწარეს ქმარს არ მოკლავს" - ყიფილა ძალიან ადამიანური და ჰ უ მ ა ნ უ რ ი მიდგომა... სამარაცხვინო დედაკაცები! ტფუი!", - წერს სვანიძე ფეისბუქზე.

[flash=425,264]

წარმოგიდგენთ შ ე დ ე ვ რ ე ბ ს - ანუ ქ ა ლ ე ბ ი ს კომენტარებს იმ გვერდიდან, სადაც კასპში მომხდარ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ზ ე...Posted by Bakur Svanidze on ოთხშაბათი, 28 აპრილი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა