\'\'ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ\'\' - მერაბ დვალიშვილის ემოციური კომენტარი
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
ამ ბრძოლამდე მერაბი თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებდა. სტამანს კი ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგებული ჰქონდა, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 წააგო.
რაც შეეხება ბრძოლას, მერაბმა სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ გვქონდა მოლოდინი, რომ მსაჯთა გადაწყვეტილება მის მხარეს იქნებოდა, რაც ასეც მოხდა - 30:27. 29:28, 29:28 დვალიშვილის სასარგებლოდ.
მერაბ დვალიშვილი: \'\'ბევრს ვშომობდი და გავიმარჯვე. TOP 15-ის წევრთან გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბევრს ვშომობ არაერთი მიმართულებით, ეს ხომ მხოლოდ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ არაა. დღევანდელი ბრძოლით ვაჩვენე, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არაა, კიდევ უფრო მეტი შემიძლია.
ვიმსახურებ მეტოქეს TOP 10-დან ან TOP 5-დან. ეს ნამდვილად დავიმსახურე, მე ხომ ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოვიგე.
ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ბევრჯერ გაგახაროთ. ქრისტე აღდგა, დღეს აღდგომაა\'\'.