თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

\'\'ხვიჩას 30 მილიონ ევროდ ვაფასებთ\'\' - იაროვინსკიმ ქართველ ტალანტზე ისაუბრა

ყაზანის \'\'რუბინის\'\' სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის თაობაზე რუსულ მედიას ესაუბრა. მისი თქმით 20 წლის ქართველი ტალანტის სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევროა. \'\'რუბინი\'\' ქართველის ტრანსფერთან მიმართებით წინადადებების განხილვისთვის მზადაა.

ოლეგ იაროვინსკი: \'\'ჩვენ ხვიჩას 30 მილიონ ევროდ ვაფასებთ\'\'

კვარაცხელიას არაერთ გუნდს უკავშირებენ. ძალიან დიდი ალბათობით ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყაზანს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს. მის მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს, მათ შორის არიან ტურინის \'\'იუვენტუსი\'\', \'\'მილანი\'\' და \'\'ნაპოლი\'\'.

გასული თვის 26 აპრილს, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით \'\'იუვენტუსის\'\' ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედის შემთხვევაში, ქართველ ტალანტს \'\'იუვეში\'\' ვიხილავთ.

„იუვენტუსი ყაზანის რუბინის გარემარბისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში დაწინაურდა. კლუბმა ფეხბურთელისგან თანხმობა უკვე მიიღო და ამით კონკურენტი მილანი ჩამოიშორა. მხარეებს შორის ძირითად პრინციპებზე შეთანხმებაც იქნება, ოღონდ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხს უკავშირდება. თუ ეს გამოვა, ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც იუვეში იასპარეზებს. ბიანკონერი ტალანტებზე ნადირობს და კვარაცხელია კლუბთან ძალიან ახლოსაა“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩას მომავალზე კახა კალაძემ ილაპარაკა. „მილანის“ ექს-ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კვარაცხელიას თაობაზე „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დაუკავშირდნენ. „რუბინის“ თავკაცი, ლეონიდ სლუცკი კი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი კარიერას ევროპის წამყვან კლუბში გააგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა