თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

მანჩესტერი VS ლივერპული ჩაიშალა - ფანები სტადიონზე შეცვივდნენ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლივერპულისთვის" უნდა ემასპინძლათ, თუმცა ხსენებული დაპირისპირება ჩაიშალა. "წითელი ეშმაკების" სტადიონზე მიმდინარე წუთებში დიდი არეულობაა. გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად სტადიონზე შეცვივდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება გადადებული მატჩი.

"ოლდ ტრაფორდზე" შეჭრილი საზოგადოება "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელების, გლეიზერების გადადგომას ითხოვს. გულშემატკივრებს ზოგადად გლეიზერების მმართველობა არ მოსწონთ და პროტესტი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც "იუნაიტედი" სუპერ ლიგაში ჩაერთო.


მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური გრანდი სუპერ ლიგიდან გამოვიდა პროტესტი მაინც არ ცხრება. ედ ვუდვარდი დაკავებული თანამდებობიდან სეზონის დასრულების შემდეგ გადადგება, თუმცა ფანებს ეს არ აკმაყოფილებთ. მათი მთავარი მოთხოვნა გლეიზერების წასვლაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა