თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

შენგელიას მეხუთე გოლი: თამაშში ჩაერთო და ვივიანოს შეუგდო

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში \'\'ქონიასფორის\'\' ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ მორიგი გოლი გაიტანა. 39-ე ტურში \'\'ქონიასფორმა\'\' საკუთარ კედლებში \'\'ქარაგიუმრუქი\'\' 5:1 გაანადგურა. მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ \'\'ქარაგიუმრუქის\'\' კარს ცნობილი იტალიელი მეკარე ემილიანო ვივიანო იცავს, რომელსაც \'\'სამპდორიასა\'\' და იტალიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ასევე, მილანის \'\'ინტერსა\'\' და ლონდონის \'\'არსენალში\'\' ირიცხებოდა.

\'\'ქარაგიუმრუქის\'\' სამატჩო განაცხადში ვატო არველაძე არ იმყოფებოდა.

25 წლის შენგელიამ მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 31 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, თურქეთის თასის 2 მატჩში 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

სატურნირო ცხრილში \'\'ქარაგიუმრუქი\'\' 51 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო \'\'ქონიასფორი\'\' 45 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა