თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

ქავთარაძის გოლი რუსეთში

რუსეთის რანგით მეორე ლიგის 2020-21 წლების სეზონის მე-40 ტურში \'\'ნიჟნი ნოვგოროდმა\'\' შინ მოსკოვის \'\'სპარტაკი 2\'\' დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ერთი გოლი ბექა ქავთარაძის ანგარიშზეა, რომელმაც თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახდა.

ქავთარაძემ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. 21 წლის ფორვარდი რუსულ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა და რანგით მეორე ლიგის 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

რუსეთის რანგით მეორე ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე \'\'ნიჟნი ნოვგოროდი\'\' 84 ქულით მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან \'\'ორენბურგს\'\' 4 ქულით ჩამორჩება. ქავთარაძის გუნდს მესამე ადგილი გარანტირებული აქვს, რაც პრემიერ ლიგაში ფლეი-ოფის გზით აღზევებას გულისხმობს, თუმცა თუ \'\'ნიჟნი ნოვგოროდი\'\' მეორე პოზიციაზე გავა, ელიტაში ფლეი-ოფის გარეშე აღზევდება.

რუსულ კლუბში გადასვლამდე ბექა ქავთარაძე საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში \'\'საბურთალოს\'\' რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მას \'\'საბურთალოს\'\' გარდა 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში, თბილისის \'\'დინამოსა\'\' და \'\'რუსთავში\'\' უთამაშია. ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელისთვის \'\'ნიჟნი ნოვგოროდი\'\' პირველი უცხოური კლუბია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა