რონალდოს დუბლი და გადარჩენილი იუვენტუსი
სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო.
ტურინელები 83-ე წუთამდე აგებდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და იუვეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „ატალანტამ“ და „ნაპოლიმ“ ქულები დაკარგეს, „მილანმა“ თავისი მატჩი მოიგო, ხოლო „ინტერი“ დღეს სერია ა-ს ჩემპიონი გახდა.
ამ მომენტისთვის, „ატალანტას“, „მილანს“ და „იუვენტუსს“ 69 ქულა აქვთ. მეორე ადგილს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი იკავებს. მესამეზე „ბიანკონერია“, ხოლო მე-4 პოზიციაზე „მილანი“ მოგვევლინა. იმის გამო, რომ „ნაპოლიმ“ საკუთარი შეხვედრა ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ზონის გარეთ 67 ქულით დარჩა.