თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების ახალ ვერსიას ასახელებენ

არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა შეიძლება ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა, იტყობინება TN.com.ar.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კომისია, რომელიც მარადონას გარდაცვალებას იძიებს, მივიდა დასკვანამდე, რომ არგენტინელთან მომუშავე ექიმების ქმედებები "არაადეკვატური, დაუსაბუთებელი და არასრულყოფილი" გახლდათ.

როგორც აღინიშნება, დიეგოს გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა, თუ საავადმყოფოში დროულად გადაიყვანდნენ და კვალიფიციური ექიმების ხელში აღმოჩნდებოდა.

არსებული ცნობით, განგაშის ზარმა სიკვდილის ოფიციალურად დადგენილ დრომდე 12 საათით ადრე შემოჰკრა და გამოიხატა აგონიის უტყუარი ნიშნები, მაგრამ ამ ნიშნებს მასთან მყოფმა ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს.

ამ ეტაპზე, მარადონას გარდაცვალების გამოძიება გრძელდება და შვიდი ადამიანია ეჭვმიტანილი: ლეგენდარული ფეხბურთელის პირადი ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ოთხი ექთანი.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის მწვავე უკმარისობის გამო დაიღუპა, რამაც ფილტვების შეშუპება გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა