ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020
ევროპის მე-16 საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება ფინალს, იგი 11 ივლისით არის დათარიღებული.
როგორც ცნობილია, "უეფას" გადაწყვეტილებით, ტურნირი არა ერთ ქვეყანაში გაიმართება. იგი შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებს, უმასპინძლონ ჩემპიონატის მატჩებს.
რომი, ბაქო, კოპენჰაგენი, სანკტ-პეტერბურგი, ამსტერდამი, ბუქარესტი, ლონდონი, გლაზგო, სევილია, მიუნჰენი, ბუდაპეშტი. ეს იმ ქალაქთა ჩამონათვალია, რომელიც ეურო 2020-ს უმასპინძლებს.
საგულისხმოა თავად ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატი პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წელს ჩატარდება, თუმცაღა გათამაშების სახელი მაინც ევრო 2020 რჩება.
ევროპის ჩემპიონატს 11 ივნისს, თურქეთისა და იტალიის ნაკრებები გახსნიან რომის ოლიმპიურ სტადიონზე.
რაც შეეხება ფინალს, იგი ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.
საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ესპანეთის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის - ბილბაოში უნდა ემასპინძლა თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ბილბაოში ვირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე დასწრებას.
ამ უკანასკნელის გამო, უეფამ ესპანური ფეხბურთის ასოციაციას მატჩების სხვა ქალაქში გადატანა შესთავაზა. მათი გადაწყვეტილებით კი შეხვედრები სევილიაში გაიმართება ოლიმპიურ სტადიონზე, "ლა კარტუხაზე’’, რომლის ტევადობის 30%-ს გულშემატკივარი დაიკავებს.
ასევე, "E" ჯგუფის სამი შეხვედრა ირლანდიაში, დუბლინში იყო დაგეგმილი, რომელიც რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში შედგება.
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ ინტერვიუში დიდი მოწიწება და პატივისცემა გამოხატა როგორც ბილბაოს, ასევე, დუბლინის მიმართ. მან ისურვა უეფას მომავალი ღონისძიებების ჩატარება ამ ქალაქებში.
ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი 1960 წელს შედგა და ის საბჭოთა კავშირმა მოიგო ანგარიშით 2:1. ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. ხოლო, დამატებით დროში 113-ე წუთზე იუგოსლავიის კარი პონედელნიკმა აიღო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ბოლო ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებია, რომლებმაც არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს ტიტული, ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ფინალში მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ გერმანიასა და ესპანეთს აქვთ მოგებული 3-3-ჯერ. შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 ტრიუმფით.
რაც შეეხება ბომბარდირებს, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას მიშელ პლატინი, კრიშტიანუ რონალდუსთან იყოფს 9 გატანილი ბურთით.
ყველაზე მეტი 21 ჩატარებული მატჩი კი კრიშტიანუ რონალდუს აქვს.