თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელის ქალაქ ლოდში ქვეყნის სამხედრო ძალების მობილიზება ხდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს გადაწყვეტილებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებს გადაისვრიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერმა, თავდაცვის და პოლიციი მინისტრებთან ერთად, საგანგებო თათბირზე მიიღო.

ღაზას სექტორში გართულებული სიტუაციის პარალელურად, რასაც ჰამაისის ლიდერების მოწოდებები მოჰყვა, ისრაელში მცხოვრები პალესტინელების მიმართ, სადაც ისინი მოითხოვდნენ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, ისრაელის რამდენიმე ქალაქში სრული ქაოსი დაიწყო, განსაკუთრებით რთულადაა სიტუაციაა ქალაქ ლოდში, სადაც ქაალქის მერის განცხადებით, ადგილობრივი პოლიცია ვეღარ აკონტროლებს ქალაქს.

ლოდის მერმა პრემიერ ნეთანიაჰუს მოუწოდა ჯარი გაგზავნოს ქალაქში წესრიგის დასამყარებლად, ადგილზე დაპირისპირებაა არაბებსა და ებრალებს შორის, არაბები თავდასხმებისას იყენებენ ცივ იარაღს, ავრეთვე ცეცხლსასროლ იარაღს, მათ დაწვეს და გაანადგურეს მანქანები, სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორიდან ისრაელი იბომბება, თელ-ავივის მიმართულებით დაჯგუფება "ჰამასმა" 130-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა