თეგებით ძიება

მაჭახლის ეროვნული პარკი

აჭარა საკუთარი სიმწვანით და სილამაზით, ყოველთვის ამშვენებდა საქართველოს. დღეს, სწორედ აჭარის ერთ-ერთ მშვენიერებაზე, მაჭახლის ეროვნულ პარკზე მოგიყვებით.

მაჭახლის ეროვნული პარკი ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში მდებარეობს.


მაჭახლის ეროვნული პარკი


აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო სალაშქრო გზა 2012 წელს შეიქმნა და დღესაც ფუნქციონირებს.

თუ გადაწყვეტთ, რომ მაჭახლის ხეობას, კერძოდ კი მაჭახლის ეროვნულ პარკს ეწვიოთ ტური უნდა დაგეგმოთ მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში.

გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ თუ აირჩევთ ქოქოლეთის ბილიკს ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე შეუთანხმდეთ პარკის ადმინისტრაციას, რომ საშვი მიიღოთ, რადგანაც ეს ტერიტორია სასაზღვრო ზოლია.



პარკი ისეა გაშენებული, რომ მის ტერიტორიაზე თქვენ შეხვდებით უამრავი ჯიშის მცერანრესა და ცხოველს, რომელიც მხოლოდ არსებულ პარკში მოიპოვება. თანაც პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო გზა არსებობს, რომლის არჩევაც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ასევე, თუ გადაწყვეტთ ეს ტერიტორია დალაშქროთ ლაშქრობისათვის საჭირო ინვენტარის ქირაობა ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ან ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ.



ახლა რახან მაისი დადგა უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, როგორ დაგეგმოთ ტური მაჭახლის ხეობაში და ისიამოვნოთ აჭარის მშვენიერებით, რომელიც ყოველთვის ათბობს მნახველთა გულს.



სტატიის ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა