თეგებით ძიება

ტრაგედია ქედაში - მანქანა ხევში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ტრაგედია ქედაში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სააგენტოს ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა