თეგებით ძიება

ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

სამართალდამცველების მიერ, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 550 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა