თეგებით ძიება

გელა კვაშილავას და ტელეკომპანია პირველს შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია პირველის მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, გელა კვაშილავას მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც დაადასტურეს 2021 წლის 20 იანვარს გელა კვაშილავას ყოფნა კონკრეტულ ადგილსა და დროს.

გელა კვაშილავას წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს არამარტო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ გელა კვაშილავას შეხება არ ჰქონდა ნარკოტიკების
ტრანსპორტირებასთან, არამედ ისიც დასტურდება, რომ ტელეკომპანია პირველმა იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა