თეგებით ძიება

კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ხვდება.

როგორც კუჭავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მიმდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას.

"მაქვს სურვილი არამხოლოდ "ლელოს", არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, პოლიტიკური იქნება თუ სხვა საკითხი, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა.

დავარქვათ, რომ გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ.

არა მხოლოდ „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია. ყველაფერზე ვისაუბრებთ, რაც დღის წესრიგში დგას და ყველასთვის საინტერესოა“, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 13 მაისს პარლამენტში ფრაქცია შექმნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა