რა არის ბრაზი და როგორ ვმართოთ ის მოზარდებში" - რჩევები სპეციალისტისგან
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე, ბავშვებში ბრაზის მართვის შესახებ წერს, რომელიც მოზრდილ ადამიანებსაც გამოადგება.
აღნიშნული საკითხი შესახებ, სპეციალისტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბრაზის მართვა მოზარდებში". (4-5 კლასი)
პ.ს მოზრდილებსაც გამოგვადგება.
რა არის ბრაზი?
ბრაზი ემოციური მდგომარეობაა, როცა განიცდი ნეგატიურ და არასასიამოვნო ემოციებს- როგორიცაა: იმედგაცრუება, უარყოფა ან მტრული დამოკიდებულება.
როგორ ავუხსნათ მოზარდებს ბრაზი?
ბრაზი თანდაყოლილი ემოციაა. ყველა ადამიანი ბრაზობს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ გაბრაზება მიუღებელია, მაგრამ საჭირო მისი კონტროლი იმისათვის, რომ ის აგრესიაში არ გადაიზარდოს.
პატარა სტრატეგიები/სავარჯიშოები, რომლებიც დაგვეხმარება ბრაზის მართვაში:
ღრმა სუნთქვა და უკუთვლა 10-დან 1-მდე, ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ დაასახელეთ რიცხვი.
შენთვის სასიამოვნო და პოპულარული ფრაზა, რომელსაც ხმამაღლა ეტყვი ხოლმე შენს თავს, როცა გაბრაზდები.
როცა გაბრაზდები ნელა დაითვალე 10-მდე და მერე მიიღე გადაწყვეტილება.
ესაუბრე შენს თავს დამამშვიდებელი წინადადებებით, მაგ: ყველაფერი გაივლის, ხდება ხოლმე, კარგად ვიქნები...
მუცლით ღრმა სუნთქვა. ღრმდ ჩაისუნთქავ და ბერავ მუცელს, ისე რომ ადგილი აღარ დარჩეს და მერე ამოისუნთქავ. აკვირდები პროცესს.
ბრაზის დროს წარმოიდგინე ყველაზე ლამაზი სურათი, ჩადი დეტალებში და შეიგრძენი ფერი, სუნი, ხმა. გააქტიურე შეგრძნებები და ყურადღება გადაიტანე.
ბრაზის დროს, ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად დატოვე კონფლიქტის ველი. განახორციელე რეფლექსია, დაფიქრდი, გაიარე თითოეული ეტაპი გონებაში და ჩააანცვლე ქმედებებით, რომელიც სხვა შედეგს მოგიტანდა", - წერს სოფო მელაძე.