თეგებით ძიება
14. 05. 2021 COVID - 19

„ვმსჯელობთ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე“- თამარ გაბუნია

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს მსოფლიო გამოცდილებას. საუბარი მიმდინარეობს ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებაზე, ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში“- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე.

„საუბარია დროის გადაწევაზე, ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა პირბადის ტარებასთან დაკავშირებთ. მისი თქმით, პირბადე განსაკუთრებით კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკურ პერიოდში, თავდაცვის საშუალებაა.

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“ – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა