თეგებით ძიება

ყაზახი გოგო გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურამ მეირბეკვს ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცედურულად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, საკუთარმა სიძემ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ასელ აიტ -პაევასთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.

ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი 37 წლის ბესიკ თორდუას, რომელსაც გამოძიება ასევე გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.ახალგაზრდა ყაზახი ქალი დიდუბეში მდებარე კორპუსის მე-8 სართულიდან ხუთ მაისს გადმოხტა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა