თეგებით ძიება

საქართველოს ირანული ნავთობის კონტრაბანდისა და შავი ფულის გასათეთრებლად იყენებენ? - საერთაშორისო კორუფციული სქემა

საქართველოს ირანული ნავთობის კონტრაბანდისა და შავი ფულის გასათეთრებლად იყენებენ? - ერთი წლის წინ ეს შეშფოთება თავიანთ წერილში ამერიკელმა სენატორებმაც დააფიქსირეს და ღიად თქვეს რომ ბათუმის პორტს არალეგალური ტრანზაქციებისთვის იყენებენ. სანქცირებული ირანული ნავთობით გემი ომანში დატვირთეს და ბათუმში წამოიღეს. რომ არა ამერიკის საგარეო დეპარტამენტის ჩარევა, ალბათ სქემა ბოლომდე მივიდოდა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა სახელად "არინა" ომანის სანაპიროდან ღუზა 2021 წლის 16 იანვარს ასწია. ოფიციალური საბუთების მიხედვით, არაბეთის სასულთნოდან 56 ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობით დატვირთული ხომალდი ბათუმის მიმართულებით დაიძრა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში "არინა" თებერვლის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი უკან გააბრუნეს.

"შაბათის მთავარმა" მიზეზი გაარკვია. როგორც "მთავარ არხს" სანდო წყარო, გემი მას შემდეგ გააბრუნეს, რაც საქმეში ამერიკის სპეცსამსახურები და საელჩო ჩაერთო. მიზეზი კი ის ტვირთი იყო, რომელიც ბათუმში ომანიდან წამოსულ გემს მოჰქონდა.

ვინ არიან ძმები ჩხენკელები, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს - აკაკი, რომან და ლაშა ჩხენკელები პრემიერ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვაა. მას შემდეგ რაც უჩა მამაცაშვილსა და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს პოზიციები შეერყიათ სცენაზე სწორედ ჩხენკელები გამოჩნდნენ. დღეს "ქართული ოცნების" შავი სალაროს გასაღები და ბიზნესების კონტროლი პრემიერმა ღარიბაშვილმა სწორედ მათ ჩააბარა. სწორედ ჩხენკელების კუთვნილ "ტერმინალ 1"-ში მიდიოდა სავარაუდოდ ირანული სანქცირებული საწვავით დატვირთული გემი ბათუმის პორტში.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა