თეგებით ძიება

ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ყაზახეთში დააკავეს

26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ყაზახეთში, ქალაქ ნურ სულთანის პოლიციამ დააკავა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. იმ შემთხვევაში, თუ მეირბეკოვს ბრალი დაუდგინდება, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მანამდე კი, მეირბეკოვს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა ქართულმა მხარემაც. საქართველოს პროკურატურა ყაზახეთის მოქალაქეს 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურების ორ ეპიზოდს ედავება. სახელმწიფო ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდევის მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა.

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა