თეგებით ძიება

თბილისში მანქანა დაცხრილეს - დაჭრილია მძღოლი

თბილისში, ჩუღურეთშ,მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე, მანქანა დაცხრილეს, რომელშიც სავარაუდოდ, 3 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოძრავ მანქანაში მყოფმა პირებმა პარკინგზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა". ის ტერიტორიაზე გასროლის შემდეგ გამოჩნდა და სწორედ მისი მეშვეობით გადამალეს ავტომანქანა.

ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა