ჩხუბი დმანისში - ერთმანეთს ეთნიკური აზერბაიჯანელები და სვანები დაუპირისპირდნენ
დაპირისპირება დმანისში - ერთმანეთს ფიზიკურად ეთნიკური აზერბაიჯანელები და ეკომიგრანტი სვანები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები მაღაზიის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. ვიდეოს "მთავარი არხი" არვცელებს.
დმანისში კონფლიქტი დღეს საღამოს დაიწყო. ვიდეოკადრებში ჩანს ხელკეტებით შეიარღებული მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს უმოწყალოდ სცემენ. არიან დაშავებულებიც.
ე.წ.კომენდანტის საათის მიუხედავად, ხალხი ისევ ქუჩაშია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
რამ გამოიწვია დაპირისპირება, უცნობია.