თეგებით ძიება

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა და ქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა ეს ფაქტი, დაწყებული გუშინ ,რაც მოხდა, შეხლა-შემოხლა, რაც გავიდა პირდაპირ ეთერშიც. ერთი მინდა ვთქვა, ყველა, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ცდილობენ ახლა, არ მინდა რომელიმე ვახსენო, გარკვეული ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ისევე ქართველები ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ამას არ დავუშვებთ.

ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ, პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა