თეგებით ძიება

დმანისში მანქანები დააზიანეს - ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა

დმანისში დაპირისპირებისას ავტომობილები ხელკეტებით დააზიანეს, ერთ-ერთი მანქანა კი ამოატრიალეს. დაზიანებულია პოლიციის ავტობუსიც.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განმუხტულია. მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმიც.

დმანისის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირიპირება იყო, ამ დროისთვის კონფლიქტში მონაწილე პირები აღარ იმყოფებიან, მათ დმანისის პოლიციასთან გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დმანისში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას ცდილობდა გარკვეული ჯგუფი.

გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტისას მაღაზიის მეპატრონე სცემეს. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა