თეგებით ძიება

შსს-ს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წყლის ჭავლის ერთი მანქანა მუნიციპალიტეტის მიმართულებით ამ წუთებში გადაადგილდება. მას წინ პოლიციის მაქანები მიუძღვება.

შეგახსენებთ, დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტისას მაღაზიის მეპატრონე სცემეს. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა