თეგებით ძიება

ვახტანგ გომელაურის თქმით, დმანისის მიოვლენებზე არავინ დაუკავებიათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, ინციდენტში მონაწილე პირები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

მისი ინფორმაციით, განვითარებულ მოვლენეში თბილისიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც მონაწილეობდნენ.

"როდესაც ასეთი რამე ხდება, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო. სამწუხაროდ, იყო ბევრი ადამიანი და ტელევიზია, რომლებიც ისე აშუქებდნენ - უბედურება ხდება, ხალხო, დროზე, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით - ეთნიკურად აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს. ასეთი რამე ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში და სამწუხაროდ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ქართველები ვართ, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ძმები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც, არ შეიძლება კონფლიქტის ასეთი მიწოდება, თითქოს ინგრევა ქვეყანა, ამ დროს არ იყო ამისი 10%-იც კი," - ამბობს მინისტრი.

როგორც გომელაურმა განაცხადა, დაპირისპირების შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა.

დმანისში საპოლიციო ძალები კვლავ რჩებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა